წინა გვერძე დაბრუნება
"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ინსინიემ "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა


"ნაპოლის" ყოფილმა შემტევმა ლორენცო ინსინიემ CONI Campania-სთან ინტერვიუში "პარტენოპეისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ლორენცოს თქმით, ხვიჩას ახლა რთული პერიოდი აქვს და გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ.
"მის მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ. "კვარას" გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ და ქართველმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ხვიჩა "ნაპოლის" ლიდერია. როდესაც მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანას ვერ ვახერხებდი და ვმარცხდებოდით, ჩემთვისაც ურთულესი გადასატანი იყო.
გასულ სეზონში ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მთელი ნეაპოლისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთეს", - განაცხადა ინსინიემ.
შეგახსენებთ, ლორენცო ამჟამად MLS-ში ასპარეზობს და "ტორონტოს" ღირსებას იცავს.
დამატებულია: 12 დეკემბერი 2023 23:49
წყარო: WWW.SEV.GE
ნანახია: 35
წინა გვერძე დაბრუნება
რეგისტრაცია
დაბადების თარიღი
დაბადების თვე
დაბადების წელი
თქვენი სქესი