მოგესალმებათ SEV.GE - შეუზღუდავი სივრცე გაცნობისთვის!
ჩვენი სერვისები
სარგებლობა
საიტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით.
კონფიდენციალურობა
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენ პირად სივრცეს! თქვენს მიერ განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია დაცულია.
ურთიერთობა
მიწერეთ მეგობრეს ასევე შეიძინეთ ახალი მეგობრები, გაატარეთ დრო მხიარულად.
რეგისტრაცია უფასოა
რეგისტრაცია
20 Nov 2017
iasamani
მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა ჭიქა მოვიყუდო შენი ნაპირალი, ისე მენატრება შენი მოფერება ცრემლად მამჩნევია ყველა ნაფიქრალი სული მეცოდება გული მანუგეშებს, ტუჩებს ვიწვალებ და მხრებმა არ იციან, თვალებს ვერ ვატყუებ შენ რომ ვერ გხედავენ, თითქოს დაბრმავდნენო ისე განიცდიან ხელებს რა მოვუყვე დილით რომ გეძებენ ყელთან თბილი სუნთქვა რატომ შემაჩვიე, გუშინ ჩავიარე შენი სახლის წინ და... ფიქრში გახვეულმა ვერც კი შემამჩნიე არა ვერ მიხვდები, ამას ვერ გაიგებ... სიტყვით ვერ აგიხსნი გული სხვა რამეა, მინდა ჩავისუნთქო შენი ამოსუნთქვა, მოდი გაგახედო ნახე რა ღამეა
0
20 Nov 2017
ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს, დაგაინტერესებს და გვერდს ჩაიკითხავ, გაგეღიმება, ნოსტალგიაც შემოგაწვება და დანანებით იტყვი – "ეჰ, რა დრო გასულა”, ცრემლსაც მოაყოლებ... ახლა სხვა გვერდზე გადაშლი, თავს გააქნევ და ჩაიბუტბუტებ, "წუთისოფელო, რა უსამართლო ხარ” და შემდეგზე გადახვალ. აქ ღმერთს მ
0
16 Nov 2017
Vardu
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ.... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!
0


საიტების დამზადება